среда, 23 декабря 2015 г.

воскресенье, 6 декабря 2015 г.

понедельник, 30 ноября 2015 г.

ვაზიანში სტუმრობა





განათლების სამინისტროს საპილოტე პროექტი ,,გაიცანი საქართველო”, რომელიც ითვალისწინებს მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო ექსკურსიების მოწყობას სხვასასხვა მმართველობით ორგანიზაციებში.
25 ნოემბერს თავდაცვის სამინისტრომ უმანსპინძლა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში, სადაც მოსწავლეები გაეცვნენ სამხედრო ქვედანაყოფის ისტორიას, დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში.
პროექტში მონაწილეობას იღებდა ჩვენი სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 45 მოსწავლე.
სტუმრობამ ძალიან ხალისიანად ჩაიარა, მოსწავლეები კმაყოფილები და შთაბეჭდილებით სავსეები დაბრუნდნენ.



არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჯარისკაცებს. ისინი ჩვენ დაგვხვდნენ არა როგორც სკოლის მოსწავლეებს, არამედ როგორც მათ თანასწორებს. ჩვენთვის სპეციალურად ჰქონდათ გამოყვანილი მძიმე საბრძოლო ტექნიკა მათ  წინ ფლაერები იდგა, სადაც იყო ჩამოწერილი მათი მონაცემები. მთავარი კი ის არის, რომ ყველა მათგანთან იდგა ჯარისკაცი, რომელიც ამ იარაღზე გვესაუბრებოდა.
მე ძალიან მინდოდა გამომეცადა სროლაში ჩემი თავი, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა.

ლიკა ღუნაშვილი 9ბ კლასი





პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს დახვედრისათვის. ეს რამოდენიმე საათი ჩემთვის ძალაინ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. მათი შემხედვარე პატრიოტიზმით ავივსე და სურვილი გამიჩნდა მეც მათ გვერდით ვყოფილიყავი. ძალიან მომეწონა გარემო, განსაკუთრებით ელექტროიარაღები. მართალია, მიზანში ვერცერთხელ ვარ მოვარტყი, მაგრამ ეს მაინც მაგარი იყო. ასევე მადლობა იმისათვის, რომ საბრძოლო მანქანები გამოიყვანეს, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ გვენახა. რაც შეეხება სამზარეულოს, უგემრიელესი საჭმელები იყო. დიდი მადლობა ამ დაუვიწყარი დღისათვის.

მარიამ სიხარულიძე  9 ბ კლასი



ჯარისკაცებს ურთულესი პროფესია აქვთ. ის დიდ შრომას, მოთმინების უნარს და თავდადებას მოითხოვს. ვაზიანში სტუმრობისას ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
საინტერესო იყო იმ ადამიანების ცხოვრებისა და შრომის ნახვა, რომლებიც იცავენ ჩვენს ქვეყანას. თითოეულ მათგანშია დიდი ვაჟკაცობა, პატრიოტიზმი...
მათთან  შეხვედრის შემდეგ გიჩნდება მიბაძვის სურვილი, რომ იყო მათსავით ძლიერი ადამიანი. ჯარისკაცების გარეგნული მკაცრი იერი კი, ჩემი აზრით, პატრიოტული სულის გამოხატვაა.
სწორედ ეს ადამიანები არინ გმირები. ჩვენ ძალიან გვიყვარხართ! უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ.

ნუცა ჩადუნელი
9ბ კლასი



ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ძალიან საინტერესო ექსკურსია გამოგვივიდა. ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებს.
პირველ რიგში ბაზაზე  შესამჩნევია დისციპლინა, რომელიც ჯარის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჯარისკაცებთან შეხვედრისას სიამაყით აღვივსე, რადგან ვფიქრობდი, თუ ვინ გვიცავს ჩვენ, როცა სახლში მშვიდად ვისვენებთ. ვაფასებ მათ საქმიანობას და სიმამაცეს. ვნახეთ თანამედროვე შეიარაღება და ტექნიკა.
ექსკურსია დავასრულეთ სადილით ჯარისკაცებთან ერთად.
ეს ექსკურსია გახდა მთავარი სალაპარაკო თემა მეორე დღეს მთელ სკოლაში.

აკაკი კასრაძე, 9ბ კლასი


пятница, 27 ноября 2015 г.