ჩვენ შესახებ

ჩვენი ისტორია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. 1953 წლიდან მოყოლებული რუსთავის უძველეს უბანს ემსახურება სკოლა, რომელსაც საამაყოც ბევრი აქვს და მოსაგონარიც. მისი პირველი დირექტორი სახელოვან რუსთაველთა შორის გამორჩეული პიროვნება დავით ჩაგანავა იყო. დიდხანს ასრულებდნენ დირექტორის რთულ მისიას უშანგი სულამანიძე, ჯულიეტა მგალობლიშვილი და ზურაბ კანთელაძე.
2007 წლიდან  სკოლას ხელმძღვანელობს ნაირა ქარუხნიშვილი.
ამჟამად სკოლა დაკომპლექტებულია 24 სასწავლო კლასით. 575 მოსწავლის აღზრდას ემსახურება 42 პედაგოგი. სწავლა მიმდინარეობს ერთ ცვლაში.
სკოლის პრიორიტეტებია:
  • ინფრასტრუქტურის ყოველწლიური განვითარება. საგანმანათლებლო გარემოსა და რესურსების სრულყოფა.
  • მაღალპროფესიონალთა გუნდური მუშაობა.
  • სწავლების ინოვაციური მეთოდების დამკვიდრების გზით მისაღწევი შედეგების მუდმივი ზრდა.
  • მოსწავლეთა თავისუფალი დროის სწორი ორგანიზება,თვითმმართველობის გააქტიურება, მოსწავლეთა ინტერესების   გამოვლენისათვის ხელშემწყობი სივრცის შექმნა;
  •  სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ამაღლება.
სკოლა მუდმივად არის ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ პროექტებში და მოპოვებული აქვს გრანტები.
სკოლას აქვს მდიდარი და კომფორტული ბიბლიოთეკა, რომლის ფონდი 17 ათასზე მეტი წიგნისაგან შედგება.აქ დაცულია სხვადასხვა შინაარსის ენციკლოპედია, მხატვრული, მეთოდური და სამეცნიერო ხასიათის წიგნები და ჟურნალები, ძალიან ბევრი ილუსტრირებული წიგნი პატარებისათვის.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის ინტელექტუალურ და ემოციურ განვითარებას ემსახურებიან ფსიქოლოგი და სპეც.მასწავლებელი. ინკლუზიური განათლებისატვის საჭირო მასალები თავმოყრილია რესურსოთახში.
სკოლას ჰყავს ექიმი - პედიატრი, რომლის სამუშაო კაბინეტი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით.
ფართო და კეთილმოწყობილია სკოლის ბუფეტი, რომელიც ემსახურება ბავშვთა ჯანსაღ კვებას.
დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების მიზნიტ სკოლა მოსწავლეებს სტავაზობს დღის გახანგრძლივებულ ჯგუფს, ქართული ხალხური ცეკვების შემსწავლელ წრეს და აღმოსავლური ორთაბრძოლის სექციას.
მოსწავლეთათვის №6 სკოლა უსაფრთხო გარემოა, სადაც რელიგიური რწმენის, ეროვნების მიუხედავად ყველას აქვს შესაძლებლობა ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

Комментариев нет: