пятница, 3 июня 2016 г.

,,ბოლო ზარი"-ს ზეიმი ჩვენს სკოლაში






25 მაისს, ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე და საკრებულოს წევრი გიორგი ტუხაშვილი ჭყონდიდელის დასახლებაში მდებარე მე-6 საჯარო სკოლის გამოსაშვებ საღამოს ესწრებოდნენ. ღონისძიებამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეთა შორის ორს, ანა ცერცვაძეს და ნინო ქიტოშვილს სკოლის წარჩინებით დამთავრებასთან დაკავშირებით ოქროს მედლები გადაეცემათ.

четверг, 14 апреля 2016 г.

არჩევნების სიმულაცია სკოლაში

2016 წლის 4-8 აპრილს უფროსკლასელთა სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების მიზნით  8 აპრილს უფროსკლასელთა სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების მიზნითსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ სსიპ რუსთავის #6 საჯარო სკოლაში განხორციელდა საინფორმაციო-სასწავლო კურსი ,,არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“. სამიზნე ჯგუფი იყო სკოლის საშუალო საფეხურის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. კურსი მოიცავდა დისკუსიებს, სხვადასხვა ჯგუფურ სავარჯიშოებსა და არჩევნების დღის სიმულაციას და მიზნად ისახავდა მოსწავლეებს გაეაზრებინათ არჩევნების არსი და როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის , დემოკრატიული არჩევნების პრინციპები. იმიტირებულ არჩევნებში ხმა მისცეს საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მათ სასურველ კანდიდატებს.








ხარება დღე მოხუცებულთა თავშესაფარში

ხარება დღე მიულოცეს ქალაქის მოხუცთა თაცშესაფარის ბინადრებს რუსთავის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მათ მოხუცთათვის გამართეს კონცერტი, შეასრულეს ქართული ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები და ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.


среда, 2 марта 2016 г.

ჩვენი პატარა სპორტსმენის წარმატებები ცურვაში

ჩვენი სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე გიგაური ნიკა