2016 წლის 4-8 აპრილს უფროსკლასელთა სამოქალაქო ჩართულობის
ამაღლების მიზნით საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის,
სსიპ საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ სსიპ
რუსთავის #6 საჯარო სკოლაში განხორციელდა საინფორმაციო-სასწავლო კურსი ,,არჩევნები
და ახალგაზრდა ამომრჩეველი“. სამიზნე ჯგუფი იყო სკოლის საშუალო საფეხურის მე-11 და
მე-12 კლასის მოსწავლეები. კურსი მოიცავდა დისკუსიებს, სხვადასხვა ჯგუფურ სავარჯიშოებსა
და არჩევნების დღის სიმულაციას და მიზნად ისახავდა მოსწავლეებს გაეაზრებინათ არჩევნების
არსი და როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის , დემოკრატიული არჩევნების პრინციპები.
იმიტირებულ არჩევნებში ხმა მისცეს საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მათ სასურველ კანდიდატებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий