четверг, 14 апреля 2016 г.

არჩევნების სიმულაცია სკოლაში

2016 წლის 4-8 აპრილს უფროსკლასელთა სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების მიზნით  8 აპრილს უფროსკლასელთა სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების მიზნითსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ სსიპ რუსთავის #6 საჯარო სკოლაში განხორციელდა საინფორმაციო-სასწავლო კურსი ,,არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“. სამიზნე ჯგუფი იყო სკოლის საშუალო საფეხურის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. კურსი მოიცავდა დისკუსიებს, სხვადასხვა ჯგუფურ სავარჯიშოებსა და არჩევნების დღის სიმულაციას და მიზნად ისახავდა მოსწავლეებს გაეაზრებინათ არჩევნების არსი და როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის , დემოკრატიული არჩევნების პრინციპები. იმიტირებულ არჩევნებში ხმა მისცეს საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მათ სასურველ კანდიდატებს.








ხარება დღე მოხუცებულთა თავშესაფარში

ხარება დღე მიულოცეს ქალაქის მოხუცთა თაცშესაფარის ბინადრებს რუსთავის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მათ მოხუცთათვის გამართეს კონცერტი, შეასრულეს ქართული ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები და ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.